ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით ბოლო მონაცემები დღეს გამოქვეყნდება

საქართველო, თბილისი - 09:39 | 25.01.2016
ნანახია: 2162

დღეს გახდება ცნობილი ე.წ. ღორის გრიპთან დაკავშირებით დაადავებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები ბოლო ორი დღის განმავლობაში.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობის მიმართვიანობა ისევ იზრდება, თუმცა ეს მაჩვენებელი არ არის საგანგაშო და ის დაშვებულ ზღვარს არ სცილდება.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია გარდაცვალების 4 შემთხვევა. მათ შორის 3 გარდაიცვალა H1N1, ე.წ. ღორის გრიპით, ერთი კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსით.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე