თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 23:19 | 20.09.2015
ნანახია: 2167

დღეს საღამოს, თბილისში, მეტროსადგურ ”ახმეტელის თეატრის” შესასვლელთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი მეტროს შესასვლელთან ერთ-ერთ ქალბატონს ესაუბრებოდა, როდესაც მას უკნიდან მამაკაცი მიეპარა და ყელისა და მხარის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პატრული მძიმე მდგომარეობაშია.

შსს-ს ინფორმაციით, პიროვნება, რომელიც პატრულს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულების დროს დაესხა თავს დაკავებულია. გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე