დაბლოკილი ტელეარხები ძირს ურთხრიდნენ უკრაინის ევროატლანიკური ინტეგრაციის კურსს - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:49 | 04.02.2021
ნანახია: 773

დაბლოკილი ტელეარხები 112 უკრაინა, NewsOne და ZIK-ი ძირს ურთხრიდნენ ქვეყნის ევროატლანიკური ინტეგრაციის კურსს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არანაირად არ არის თავისუფალ სიტყვაზე შეტევა. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ტელეარხები დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად  გამოიყენებოდა დეზინფორმაციული კამპანიისათვის, რომლის მიზანსაც რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის ძირის გამოთხრა წარმოადგენდა.

ზელენსკიმ სამ პრორუსულ ტელეარხს 112 უკრაინას, NewsOne-სა და ZIK-ს სანქციები დაუწესა და ხუთი წლით მაუწყებლობა შეუწყვიტა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე