აშშ-ის სენატმა, პირველად ისტორიაში, ღიად გეი პოლიტიკოსი - პიტ ბუტიჯეჯი ტრანსპორტის მდივნად დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 13:05 | 04.02.2021
ნანახია: 535

შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ნომინირებული პიტ ბუტიჯეჯი ტრანსპორტის მდივნად დაამტკიცა.

ბუტიჯეჯი იქნება პირველი ღიად გეი პოლიტიკოსი ამერიკის ისტორიაში, რომელიც კაბინეტის წევრი გახდა.

პიტ ბუტიჯეჯის კანდიდატურა სენატში 86 ხმით დამტკიცდა, წინააღმდეგ მხოლოდ 13 სენატორი წავიდა.

შეგახსენებთ, პიტ ბუტიჯეჯი დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიას პრაიმერამდე გამოეთიშა და კანდიდატურა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მოხსნა.

39 წლის პიტ ბუტეჯეჯი ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2007 წელს დაასრულა სასწავლებელი საუკეთესო შედეგებით ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებებში. ის ასევე მსახურობდა ავღანეთში.

2015 წელს მან ღიად განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და 2018 წელს დაქორწინდა სკოლის მასწავლებელზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე