პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით ლევან იოსელიანი იქნება არჩეული

საქართველო, თბილისი - 12:30 | 04.02.2021
ნანახია: 553

პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ოპოზიციის კვოტით პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი ლევან იოსელიანი იქნება არჩეული.

ლევან იოსელიანის კანდიდატურა ვიცე-სპიკერის კანდიდატურაზე პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. მისი კანდიდატურის კენჭისყრა უკვე ასახულია დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

მანამდე პარლამენტმა ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩია "ევროპელი სოციალისტების" წევრი ავთანდილ ენუქიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები უმრავლესობის კვოტით არიან გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე