ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი

საქართველო, თბილისი - 22:47 | 03.02.2021
ნანახია: 414

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელის განცხადებაშია ნთქვამი.

 „ევროკავშირი მოუწოდებს ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ, ასევე იმ მოქალაქეებისა და ჟურნალისტების  გათავისუფლებისკენ, რომლებიც დააკავეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების უფლება გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 თებერვალს, მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ, ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე