პარლამენტი ერთპარტიული არ არის - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 03.02.2021
ნანახია: 682

პარლამენტი ერთპარტიული არ არის, - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"პარლამენტი ერთპარტიული არ არის, რავი, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ორნი კი ვართ, მაგრამ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მოქალაქეები ეწოდება. ეს ვიღაცას უნდა გაითავისოს, ვიღაცას - არა, მაგრამ ასეა", - აღნიშნა ელისაშვილმა.

"მოქალაქეების" წევრებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს. 2 თებერვალს ისინი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე