ჯეფ ბეზოსი „ამაზონის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს

საქართველო, თბილისი - 11:06 | 03.02.2021
ნანახია: 480

„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის გენერალური დირექტროს პოსტს ტოვებს და მუშაობას კომპანიის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გააგრძელებს.

გენერალური დირექტორის თანამდებობას  Amazon Web Services-ის ახლანდელი ხელმძღვანელი ენდი ჯესი დაიკავებს.

ბეზოსი დარწმუნებულია, რომ ჯესი, რომელიც კომპანიაში უკვე 24 წელია მუშაობს, წარმატებული ხელმძღვანელი იქნება. მან გაიხსენა, რომ Amazon-ის ისტორია 27 წლის წინ დაიწყო, როდესაც ონლაინ-მაღაზია მხოლოდ იდეას წარმოადგენდა, მას არ ჰქონდა სახელი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რომელიც მას მოუსმენია, ოყო: „რა არის ინტერნეტი?“

ბეზოსის განცხადებით, ახალ თანამდებობაზე მთელ თავის ენერგიას კომპანიის ახალ პროდუქტებსა და ინიციატივების ადრეულ სტადიაზე შემუშავებას მოახმარს.  მისივე თქმით, კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა, სადაც 1,3 მლნ ადამიანი მუშაობს, და რომელიც ასობით მილიონ ადამიანსა და დაწესებულებას ემსახურება, მისგან დიდ ძალას მოითხოვდა.

თანამდებობის შეცვლის შედეგ ის იმედოვნებს, რომ დიდი დრო დარჩება სხვა ისეთ პროეტქებზე, როგორიცაა -  საქვლემოქმედო ფონდი Day 1 Fund-ი, ეკოლოგიური Bezos Earth Fund-ი, აეროკოსმოსური პროექტი Blue Origin-ი, გაზეთი The Washington Post-ი და სხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე