ენტონი ბლინკენი რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 03.02.2021
ნანახია: 521

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სახელით ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო.

"აშშ ღრმა შესფოთებას გამოთქვამს ალექსეი ნავალნის მიმართ რუსეთის ქმედებების გამო. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი და უპირობო განთავისუფლებისკენ, ისევე, როგორც მოვუწოდებთ ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებისკენ,"- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

2 თებერვალს, მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ, ალექსეი ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე