ალექსეი ნავალნის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 21:21 | 02.02.2021
ნანახია: 524

რუს ოპოზიციონერ ლიდერს ალექსეი ნავალნის სასამართლომ 3 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსკოვის სიმონოვსკის სასამრთლომ ალექსეი ნავალნის ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრი 3 წლითა და 5 თვით რეალური პატიმრობით შეუცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.  

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება პირობითი სასჯელის შეცვლის შესახებ ჯერ ძალაში არ შესულა და მხარეებს გასაჩივრებისათვის ათდღიანი ვადა მიეცათ.

ალექსეი ნავალნი გასული წლის აგვისტოში მოწამლეს ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით". ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. კრემლმა არაერთხელ უარყო რაიმე სახის მონაწილეობა მის მოწამვლაში.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს მოსკოვის შერემეტიოვოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, ბერლინიდან ჩაფრენის შემდეგ დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე