ვოლსკის ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 18:48 | 02.02.2021
ნანახია: 600

პარტია ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" ეხმიანება პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას , რომელმაც თქვა, რომ "მელაშვილს განზრახ დაატარებენ, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს".

"გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი და კაცი რომ ვიყო, ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არავის მოგიწოდებთ. ანუ რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანეს მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან? კარგით რა", - თქვა ბურჯანაძემ.

გუშინ ივერი მელაშვილს ტექნიკის მაღაზიაში მოქალაქე თავს დაესხა და შურაცხყოფა მიაყენა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე