პარლამენტმა ოპოზიცისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 02.02.2021
ნანახია: 488

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

პლენარულ სხდომაზე სათითაოდ უყარეს კენჭი 51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას. არცერთ მათგანს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

მანამდე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა თავს შეიკავებდა მანდეტების გაუქმებისგან.

"დღეს, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. "ქართული ოცნების" ეს პრაგმატული გადაწყვეტილება, დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც უარი თქვეს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში მიმართა.

პარლამენტმა უკვე შეუწყვიტა უფლებამოსილება "პატრიოტთა ალიანსის" სამ წევრს - ირმა ინაშვილშ, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადი შეტანილი აქვთ შემდეგ დეპუტატებს:

თეონა აქუბარდია

არმაზ ახვლედიანი

დავით ბაქრაძე

ლევან ბეჟაშვილი

თინათინ ბოკუჩავა

გიორგი ბოტკოველი

გიორგი გოდაბრელიძე

რომან გოცირიძე

ხატია დეკანოიძე

ლევან ვარშალომიძე

გიორგი ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

აბდულა ისმაილოვა

მანუჩარ კვირკველია

ვახტანგ კიკაბიძე

დავით კირკიტაძე

თამარ კორძაია

ნონა მამულაშვილი

პაატა მანჯგალაძე

ნიკა მაჭუტაძე

ნიკანორ მელია

აკაკი მინაშვილი

ტარიელ ნაკაიძე

კობა ნაყოფია

ანა ნაცვლიშვილი

რამაზ ნიკოლაიშვილი

კახაბერ ოქრიაშვილი

სალომე სამადაშვილი

ხათუნა სამნიძე

გუბაზ სანიკიძე

სულხან სიბაშვილი

ზაალ უდუმაშვილი

დავით უსუფაშვილი

ბაჩუკი ქარდავა

შალვა შავგულიძე

თამარ ჩარკვიანი

ცეზარ ჩოჩელი

ნატო ჩხეიძე

როსტომ ჩხეიძე

ანა წითლიძე

დევი ჭანკოტაძე

დილარ ხაბულიანი

მამუკა ხაზარაძე

დავით ხაჯიშვილი

ეკატერინე ხერხეულიძე

ელენე ხოშტარია

თეიმურაზ ჯანაშია

ბადრი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

შალვა ნათელაშვილი

ლევან ხაბეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე