თეა წულუკიანმა ალეკო ელისშვილს ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი "ჩააწერინა"

საქართველო, თბილისი - 15:06 | 02.02.2021
ნანახია: 502

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკინმა "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე თავის ნომერი დაასახელა, სთხოვა ჩაეწერა მობილურის ნომერი, რომელიც ნიკა გვარამიას ეკუთვნის. წულუკიანმა ელისაშვილს უთხრა, რომ ნიკა გვარამიას დაურეკოს და რასაც უკარნახებს არჩევნების გაყალბების შესახებ, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

"ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ, მეც მინდა თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყლაბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში, თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?!" - თქვა თეა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე