თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 02.02.2021
ნანახია: 518

არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

თეა წულუკიანმა საჯაროდ გამოაცხადა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი და მოუწოდა ალეკო ელისაშვილს, დაურეკოს ნიკა გვარამას და რასაც ის უკარნახებს იმაზე ილაპარაკოს.

პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერი ჩაგვაწერინეთ. მინდა, ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 .. .. .. და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს. ოღონდ, ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია.

დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ – ეს რიტორიკული კითხვა იყო", - მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე