უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს

საქართველო, თბილისი - 12:23 | 02.02.2021
ნანახია: 517

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"დღეს, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. "ქართული ოცნების" ეს პრაგმატული გადაწყვეტილება, დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას, მათ შორის რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს", - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე