პარლამენტში თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:32 | 02.02.2021
ნანახია: 485

პარტია მოქალაქეების წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას იწყებენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარლამენტში თავაწეული შევიდა, რადგან 4 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია.

"ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარია გათავისუფლებულია, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით, იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ იმ მემორანდუმში არსებული პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას", - ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილმა და იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე