ზედიზედ მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 00:21 | 02.02.2021
ნანახია: 459

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის განცხადებით, ზედიზედ მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. აღნიშნულის შესახებ ღებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღებრეიესუსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ვირუსის ახალი შემთხვევები კვლავინდებურად მზარდია, გლობალურ დონეზე ეს ინფორმაცია სასიხარულოა.

"ზედიზედ მესამე კვირაა, COVID-19–ის ახალი შემთხვევების რიცხვი მსოფლიოში მცირდება. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები კვლავ იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს მეტყველებს იმაზე რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, ახალი ვარიანტების გაჩენის არსებობსი დროსაც კი ", - თქვა ღებრეიესუსმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, ვირუსის ახალი შემთხვევების კლება დაკავშირებულია შემზღუდავი ზომების ეფექტურობასთან.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 103 111 445 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 2 231 324 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 57 180 176 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე