ევროპოლი აცხადებს, რომ თაღლითები კორონავირუსზე უარყოფით ყალბ ტესტებს პირდაპირ აეროპორტებში ყიდიან

საქართველო, თბილისი - 00:15 | 02.02.2021
ნანახია: 530

ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა - ევროპოლმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე უარყოფითი ყალბი ტესტებით უკანონო ვაჭრობა ხორციელდება.

 „იმ დროს, როცა პანდემიის გამო  მოგზაურობაზე შეზღუდვები ძალაში რჩება, სავარაუდოა, რომ დამნაშავეები ისარგებლებენ შესაძლებლობით დაამზადონ და გაყიდონ COVID-19-ზე ყალბი უარყოფითი ტესტები“, - აღნიშნულია ევროპოლის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასეთი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა ესპანეთსა და საფრანგეთში. პარიზში ყალბ უარყოფით ტესტებს პირდაპირ შარლ დე გოლის აეროპორტში ყიდდნენ. თაღლითები მოქმედებდნენ ევროკავშირის საზღვრებს მიღმაც - დიდ ბრიტანეთშიც.

 „ფართოდ ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური საშუალებები უმაღლესი ხარისხის პრინტერების სახით და მრავალფეროვანი პროგრამული უზრუნველყოფის გათვალისწინებით, თაღლითებს შეუძლიათ დაამზადონ  მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები“, - ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე