საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას - გახარია
საქართველო, თბილისი - 16:55 | 01.02.2021 ნანახია: 424ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინაციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ექიმები აიცრებიან.
"ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით. უმდიდრესი სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო და უფრო მძიმე შეზღუდვებს, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელიც თავიდან ეგონათ განხორციელებადი, ვერ ახორციელებენ. ეს არის დღეს ობიექტური რეალობა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პირადად მას, რამეთუ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას. Pfizer-ის ვაქცინას ჩვენ მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ავცრათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ექიმები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე სხვადასხვა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაქცინაზე მუშაობას ვაგრძელებთ და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში ჩვენ დამატებით გვექნება კიდევ ახალი ვაქცინები ქვეყანაში. მინდა ყველას ვუთხრა და დავარწმუნო, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ ერთის მხრივ ვფრთხილობთ, მაგრამ როგორც ხედავთ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები", - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა