ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში როგორ უნდა მივიდნენ - გახარია ჩხოროწყუს მერიაზე

საქართველო, თბილისი - 16:23 | 01.02.2021
ნანახია: 516

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, გამოძიების, ისევე როგორც ხელისუფლების მხირდან, "უმკაცრესი რეაგირება" მოჰყვება ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტს, სადაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანეს.

"შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ უმძიმესი აღშფოთება. მე ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში ხვალ სამუშაოდ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს იქ, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა". – ამბობს გიორგი გახარია.

ჩხოროწყუს მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, ეთერ ჯაფარიძემ, სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი მერიის საპირფარეშოების დასასუფთავებლად წაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე