ქართული ოცნება ეძებს საბაბს, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის ხელახალი დარღვევა - აკაკი ბობოხიძე

საქართველო, თბილისი - 15:19 | 01.02.2021
ნანახია: 462

ევროპული საქართველოს წევრი, აკაკი ბობოხიძე, პარლამენტის მიერ მანდატების შეჩერების პროცესს ეხმაურება.

ბობოხიძის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნება ეძებს საბაბს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება ავტორიტარიზმის და თვითნებობის გამოხატულება.

ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, არ არის გასაკვირი, რომ მიიტაცოს კონკრეტული ადამიანების ნება და არ მოუხსნას უფლებამოსილება დეპუპატებს.

„ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ ქართული ოცნება ეძებს საბაბს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის ხელახალი დარღვევა და მინდა გითხრათ, რომ მოვა დროს, როდესაც ჩვენ მიერ ესეც იქნება ქართული ოცნების წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ, რომ აიძულო ადამიანები იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურის და თვითნებობის გამოხატულება.

ასე, რომ ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას.

მე მოვუწოდებ ქართულ ოცნებას დაფიქრდნენ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამის თაობაზე განცხადება უკვე დაწერეს”, - განაცხადა ბობოხიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე