ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება - ზურა ჯაფარიძე "გირჩზე"

საქართველო, თბილისი - 14:04 | 01.02.2021
ნანახია: 542

პარტია მეტი თავისუფლება - გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელების მიმართვას Facebook-ზე ეხმიანება, რომელშიც გირჩის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. როგორც "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს და კრიზისი, შესაძლოა, შეუქცევადი გახადოს.

"ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი, მართლა რა არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა", - წერს ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე