სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 24.01.2016
ნანახია: 1506

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აქციას „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ შეუერთდა. ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ და სამინისტროს თანამშრომლებმა გაიღეს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მოგვეცა ჩავრთულიყავით აქციაში ლეიკემიით დავადებული ბავშვების გადასარჩენად.  ბავშვებისთვის, რომლებიც მკურნალობის რთულ კურსს გადიან, ძალიან მნიშვნელოვანია სისხლი და სამინისტროს თანამშრომლები ამ აქციაში სიამოვნებით ჩაერთნენ,“ _  განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთია საქართველოში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 0-დან 18-წლამდე ასაკში ყოველ წლიურად ლეიკემიით 40 ახალი შემთხევა ფიქსირდება.  ბავშვების მკურნალობისათვის ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო.  შესაბამისად, პაციენტის კლინიკაში დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები ბავშვების  სიცოცხლის გადასარჩენად მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე