დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 13:10 | 01.02.2021
ნანახია: 478

ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან, იაკ მადისონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.

პოლიტიკოსმა, რომელიც ესტონეთის კონსერვატიულ სახალხო პარტიას წარმოადგენს, განმარტა, რომ ტრამპი ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ დაუწყია.  

 „ამის გარდა, მისი ხელმძღვანელობით, ახლო აღმოსავლეთში ხელი მოეწერა არაერთ სამშვიდობო შეთანხმებას, რამაც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობის დამყარებას შეუწყო ხელი. ვნახოთ, ვინ მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას“, - დაწერა მადისონმა ფეისბუქზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერთადერთი არ არის, ვინც ტრამპი ნობელის პრემიაზე წრადგინა. „მაგრამ როგორც ვიცით, რაც უფრო ბევრია განმცხადებელი, მით უფრო მაღალია წარმატების შანსი“, - ამბობს მედისონი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე