მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა - სამხედროებმა აუნ სან სუჩი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 01.02.2021
ნანახია: 647

სამხედრო გადატრიალება მოხდა მიანმარში. სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუჩი და სხვა მაღალჩინოსნები შეიპყრეს და ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. სამხედო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია მმართველი პარტიის "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

გავრცელებული ცნობით, სამხედროებმა ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

გასულ კვირას ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც მიანმარის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მინ აუნგ ჰლეინგმა, რომელიც მიანმარს ხუთი ათწლეულის განმავლობაში მართავდა, განაცხადა, რომ კონსტიტუციის გაუქმება შესაძლებელია, თუ კანონები სათანადოდ არ შესრულდება.

მართალია, მოგვიანებით, სამხედროებმა განმარტეს, რომ მთავარსარდლის სიტყვების მიღმა გადატრიალება არ იგულისხმებოდა და მედიამ არასწორი ინტერპეტაცია მოახდინა, ამან დაძაბულობის განმუხტვას ხელი არ შეუწყო.

დაძაბულობის პირველი კერა გასული წლის ნოემბეში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღვივდა. არჩევნებში პარტიამ "ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის" გაიმარჯვა, ხოლო სამხედროების მიერ მხარდაჭერილმა "სოლიდარობისა და განვითარების პარტიამ" მხოლოდ რამდენიმე მანდატის მოპოვება შეძლო. სამხედროები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

მმართველმა პარტიამ პარლამენტის 476 მანდატიდან 396 მანდატი მიიღო, რაც საშუალებას აძლევდა ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში ემართა და ჩამოეყალიბებინა მთავრობა კანცლერ აუნ სან სუჩის მეთაურობით. სამხედროების პარტიამ პარლამენტში მხოლოდ 33 მანდატი მიიღო.

სახმედროები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მოუწოდებდნენ მთავრობას, საარჩევნო კომისიას, გადაეხედა შედეგებისთვის. საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე