რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:33 | 31.01.2021
ნანახია: 491

რუსეთის ქალაქებში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ორგანიზაცია OVD-info-ს ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.

თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელკეტები და ელექტროშოკერები გამოიყენეს. უფლებადამცველების ცნობით, ყველაზე მეტი დაკავებული მოსკოვშია.

დაკავებულთა შორის არის ალექსეი ნავალნის ცოლიც. ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაკავების შესახებაც.

ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე