Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 18:25 | 30.01.2021
ნანახია: 559

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

გახარიას თქმით, ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

"Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა!მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება", - წერს გიორგი გახარია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე