ფეხიც არ მივადგათ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსებს კუთხეში ატუზვას დაგვავალებენ. სულიც ამოხდომიათ - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:25 | 30.01.2021
ნანახია: 756

ფეხიც არ მივადგათ აქციაზე, სადაც პოლიტიკოსებს კუთხეში ატუზვას დაგვავალებენ, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე წერს. 

ნათელაშვილის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან.

"ნებისმიერი აქციის ორგანიზატორნი, რომლებიც გამოაცხადებენ, რომ პარტიები და პოლიტიკოსები არ სჭირდებათ, იმართებიან უშიშროების სტრუქტურებიდან. ეს იგივეა, რომ სული გხდებოდეს და ექიმზე უარი განაცხადო.

მივმართავ ყველა პოლიტიკოსს, სადაც რიგით მონაწილეობასა და კუთხეში ატუზვას დაგავალებენ, იმ აქციაზე ფეხი არ მიდგათ უთავმოყვარეოდ. სულიც ამოხდომიათ. თუ ვერ გაიგეს, რომ პარტიებისა და პოლიტიკოსების გარეშე ქვეყანა ოლიგარქიული მონობისთვისაა განწირული, მაშინ არავითარი აზრი ჩვენს თავგანწირვას არ ჰქონია და ვაცალოთ ღომის ჭამა მარტო", - წერს შალვა ნათელაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე