მალე შევხვდები ხელისუფლებას, ჩემს პოზიციას გავაცნობ, თუ როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 21:48 | 29.01.2021
ნანახია: 617

მალე შევხვდები ხელისუფლებას, ჩემს პოზიციას გავაცნობ, თუ როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ცდილობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას, რათა ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში.

„ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას, რომ მთელი ოპოზიცია შევიყვანოთ პარლამენტში. ყოველდღიურად ვხვდები, ყოველდღიურად ვეკონტაქტები და ვცდილობ გავიგო, რა უნდათ იმათ. მალე შევხვდები ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც მათ არგუმენტებზე კონტრარგუმენტი მექნება მომზადებული. შევხვდები დაველაპარაკები და ჩემს პოზიციას გავაცნობ, მე როგორ წარმომიდგენია განვითარება, როგორ უნდა შევიყვანოთ ოპოზიცია პარლამენტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე