მემორანდუმი მეოთხე რაუნდის შემდეგ, კობახიძეს უკვე მზად ჰქონდა - გოგორიშვილი

საქართველო, თბილისი - 20:53 | 29.01.2021
ნანახია: 640

ევროპული საქართველოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ მემორანდუმი, რომელიც ალეკო ელისაშვილმა "ოცნებასთან" დღეს გააფორმა და პარლამენტში შედის, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს უკვე მზად ჰქონდა. ამის შესახებ გოგორიშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

გოგორიშვილის თქმით, მემორანდუმს მხოლოდ ერთი პუნქტი დაემატა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას გულისხმობს.

"როგორც ჩანს ელისაშვილს ჰგონია, რომ მეხსიერების პრობლემა აქვს ხალხს საქართველოში, დარწმუნებული ვარ ყველას ახსოვს, როცა მეოთხე რაუნდის შემდეგ მეორე დღეს გამოვიდა ირაკლი კობახიძე და მოვისმინეთ მორიგი ბოდვა, ჩამორაკრაკებული ყველაფერი ისე, როგორც არის ამ მემორანდუმში, ყველა ეს პუნქტი გარდა ერთისა. ნახეთ, როგორ იწონებს თავს ირაკლი კობახიძე, სულ რომ არცერთი ოპოზიციონერი არ შემოვიდეს, ჩვენ მაინც ჩავატარებთ საარჩევნო რეფორმას და იწყებს ჩამოთვლას, ზუსტად ეს ჩამონათვალია. ეს არის ჩაწიკწიკების პიკი, ერთადერთი რაც დაემატა ის არის, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტდება ქოცთა შორის უქოცესი სალომე ზურაბიშვილის შერჩეული კანდიდატებით, " – თქვა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება გააფორმეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე