ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

საქართველო, თბილისი - 17:07 | 29.01.2021
ნანახია: 455

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმება შედგა.

"მოქალაქეების" წარმომადგენლებმა საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება "ქართული ოცნების" ლიდერებთან, მამუკა მდინარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში", - განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე