თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებას" ხვდება

საქართველო, თბილისი - 14:10 | 29.01.2021
ნანახია: 461

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან ელისაშვილი პარლამენტში, მმართველ პარტიას მორიგ შეხვედრას მართავენს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ "ქართულ ოცნებასთან" შეთნახმდებიან, პარლამენტში შევლენ.

"თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში, ვნახოთ. გარკვეული საკითხები არის შესათანხმებელი", - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლებამ, "ქართული ოცნების" მიმართ ნდობა გააღრმავა.

"მოვედით მე და ლევანი ისევ, ვინაიდან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ, შესაძლოა, მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება, ვერ მივიდეთ. რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს, გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნამდვილად, რადგან გვინდოდა, რომ ეს ასე მომხდარიყო. ჩვენ ველოდით გუშინდელ გათავისუფლებას", - თქვა ელისაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე