უკრაინამ რუსეთს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 29.01.2021
ნანახია: 769

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. დადგენილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

ბრძანება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. სანქცირებულთა სია ვებგვერდზე განთავსებული არ არის.

სანქციების რეალიზაციას და მონიტორინგს უკრაინის მინისტრთა კაბინეტი უსაფრთხოების სამსახურთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უზრუნველყოფს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების  კომპეტენტურ პირებს სანქციების დაწესების შესახებ და მათ წინაშე დააყენებს საკითხს ანალოგიური ზომების შემოღების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე