კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის ახალმა ვაქცინამ 89,3-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 29.01.2021
ნანახია: 625

კორონავირუსის საწინააღმდეგო  Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბურ ცდებში 89,3-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.

ამავე დროს, სამხრეთ აფრიკაში, სადაც COVID-19-ის განსაკუთრებული შტამი გავრცელდა, ვაქცინამ გამოცდის მეორე ფაზაში 49,4-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ამასთან აღნიშნულია, რომ გამოცდის მონაწილეთა შორის, რომლებიც შიდსით ინფიცირებულნი არ არიან, ვაქცინის ეფექტიანობამ 60 პროცენტს მიაღწია.

Novavax-ის პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე