ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს გამო ზიანი მოგადგათ და მადლობა, რომ ემსახურებით ქვეყანას - სააკაშვილი მელაშვილსა და ილიჩოვას

საქართველო, თბილისი - 21:50 | 28.01.2021
ნანახია: 656

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლებულ კარტოგრაფებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ბოდიში მოუხადა.

"ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ ივერი მელაშვილთან ასე პირისპირ საუბარი, მე გეტყვით, რომ რასაც ვუყურებდი, ცრემლები მომადგა - ეს არის ქართველი ადამიანის ღირსების, წესიერების და ადამიანობის განსახიერება, ეს ხალხი რომ არსებობს, ეს მაძლევს იმედს და ასეთ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი. თქვენს წინაშე ახლა ზის ნამდვილი, არაჩვეულებრივი ქართველი და ეს ადამიანი გადაწონის ყველა ჯურის ნაძირალას, დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას, ბატონ ივერის, ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს გამო ზიანი მოგადგათ, და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ემსახურებით ქვეყანას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარის" ეთერში.

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე