2020 იყო სიკვდილის, კატასტროფებისა და სასოწარკვეთის წელი - ანტონიუ გუტერეში

საქართველო, თბილისი - 21:40 | 28.01.2021
ნანახია: 634

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 2020 წელს სიკვდილის, კატასტროფებისა და სასოწარკვეთის წელი უწოდა. გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსმა შეიწირა 2 მილიონი სიცოცხლე, 500-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, სტიქიური უბდურებები კაცობრიობას 210 მლნ დოლარი დაუჯდა. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელი უნდა გახდეს მსოფლიოს აღდგენის წელი.

 „2020 წელი იყო გლობალური annus horribilis (საშინელი წელი -ლათ.) - სიკვდილის, კატასტროფებისა და სასოწარკვეთის წელი. COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია ქაოსი ყველა ქვეყანასა და ეკონომიკაში. დავკარგეთ 2 მლნ სიცოცხლე, მათ შორის ჩვენი ოჯახის - გაეროს წევრები. ადამიანური მსხვერპლის რაოდენობის ზრდა ისევ გრძელდება“, - განაცხადა გუტერეშმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეკონომიკური დანაკარგები ისევ იზრდება, დაიკარგა 500 სამუშაო ადგილი, „უკიდურესი სიღარიბე დაბრუნდა იმ დონეზე, რომელიც თაობებს არ ახსოვს“.

მისივე თქმით, იზრდება უთანასწორობა, ძლიერდება შიმშილი.

 „ჩვენ ომი გამოვუცხადეთ ბუნებას და ბუნებაც საპასუხო დარტყმას გვაყენებს. მძვინვარებს კლიმატური კრიზისი“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ გასულ წელს მომხდარმა სტიქიურმა უბედურებებმა მოგვაყენეს 210 მლრდ დოლარის ზარალი და შეუფასებელი ადამიანური დანაკარგი. ამასთან, გეოპოლიტიკური დაძაბულობა ძირს უთხრის  მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ჩვენ კოლექტიურ ძალისხმევას“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, 2020 წელს გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

„იზრდება ბირთვული დ ქიმიური იარაღის გავრცელების რისკი“, - აღნიშნა მან.

გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ 2021 წელს „მსოფლიო რელსებზე უნდა დადგეს“.

„სიკვდილი ჯანმრთელობით, კატასტროფა რეკონსტრუქციით, სასოწარკვეთა კი იმედით უნდა ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე