მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკებების შედეგი - ალეკო ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:13 | 28.01.2021
ნანახია: 662

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას Facebook-ზე ეხმიანება.

ელისაშვილი ამბობს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი.

"ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილ უბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია რომ ქართული ოცნება გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!" - წერს ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე