ერევანში მომიტინგეებმა პროკურატურის შენობაში შეჭრა სცადეს, ისინი ფაშინიანის დაკავებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 18:07 | 28.01.2021
ნანახია: 537

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილები პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაპატიმრებას მოითხოვენ, ისინი გეენრალური პროკურატირისკენ გაემართნენ და შენობაში შეჭრა სცადეს.

სამართალდამცველებმა პროკურატურის შესასვლელი გადაკეტეს და მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მომიტინგეები ფაშინიანის დაუყოვნებლივ დაკავებას მოითხოვენ.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად მთიანი ყარაბაღის ომი დასრულდა. მხარეებმა საომარი მოქმედებები შეწყვიტეს.  ყარაბაღი რუსულმა ე.წ. სამშვიდობო ძალებმა დაიკავეს. ამის გარდა ერევანმა ბაქოს დაუბრუნა ქელბაჯირის, ლაჩინისა და აგდამის რაიონებიც.

ბაქოში შეთანხმებას სომხეთის კაპიტულაცია უწოდეს.

აღნიშნული შეთანხმების შემდეგ ერევანში დაიწყო ანტისამთავრობო აქციები. ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე