ძაღლები რომის აეროპორტში კოვიდინფიცირებულ მგზავრებს გამოავლენენ

საქართველო, თბილისი - 16:31 | 28.01.2021
ნანახია: 610

კომპანია Italpol-მა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში წარადგინა ძაღლების სამუშაო, რომლებიც კოვიდინფიცირებულ მგზავრებს გამოავლენენ. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

უახლოეს ხანებში კომპანია გეგმავს ძაღლები რეალურ მგზავრებთან სამუშაოდ გამოიყვანოს.

როგორც Italpol-ში განმარტავენ, იმისათვის, რომ ძაღლებმა კოვიდინფიცირებული მგზავრი სუნით ამოიცნოს, 7-8-კვირიანი გაწვრთნაა საჭირო. ამ მეთოდის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ ძაღლს სწრაფად შეუძლია პოტენციური ინფიცირებულის გამოვლენა, მაშინაც კი თუ მგზავრს არ აქვს არანაირი სიმპტომი. იტალიელმა კინოლოგებმა განმარტეს, რომ წვრთნის პროცესი თამაშის ფორმით მიმდინარეობს.  

კოვიდინფიცირებული ადამიანის გამოსავლენად ძაღლების გამოყენების იდეა საფრანგეთსა და ფინეთშიც გაჩნდა, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია.

COVID-19-ით ინფიცირებულებს განსაკუთრებული სუნი აქვთ, რომელსაც შესანიშნავი ყნოსვის უნარის გამო ძაღლი კარგად აღიქვამს. კინოლოგის ამოცანაა, ცხოველს ასწავლოს ამ სუნზე სწრაფი რეაგირება და პოტენციური ინფიცირებულის აღმოჩენისთანავე ადამიანების გაფრთხილება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე