ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი 5 თებერვლისთვის გადაიდო

საქართველო, თბილისი - 13:55 | 28.01.2021
ნანახია: 770

ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ე.წ. სასამართლო პროცესის მომდევნო სხდომა 5 თებერვალს გაიმართება.

გახელაძეს უკანონო ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. დე ფაქტო ხელისუფლება მას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუგრძელეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე