საპროცედურო კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 19:14 | 27.01.2021
ნანახია: 347

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2 ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას.

საკითხი ბიუროს გადაეცემა განსახილველად, რის შემდეგაც, 2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

დანარჩენი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე