მომეჩვენა, რომ ნიკა მელია დამემუქრა. ის ფიზიკურად, ჩემზე დიდია და შეუძლია, მომერიოს. მე პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 19:00 | 25.01.2021
ნანახია: 600

ნიკა მელია ჩემზე გაბრაზებულია. დამირეკა და სამწუხაროდ, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„მინდა, გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად, გაბრაზებულმა იცის ასეთი ლაპარაკი. ის, ფიზიკურად, ჩემზე დიდია და შეუძლია, მომერიოს. მე პარლამენტის წევრი ვარ და იარაღის ტარების უფლება მაქვს. თუ ის დაადასტურებს, რომ ნამდვილად მემუქრება, მინდა, მივმართო საქართველოს პარლამენტს თუ რაცაა საჭირო, რომ იარაღის ტარების უფლება მქონდეს. ჩემს პარტნიორს მურუსიძის სასამართლოში ვერ ვუჩივლებ, ასეთი ადამიანი არ ვარ. ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშუალება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე