გაეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება
საქართველო, თბილისი - 17:04 | 25.01.2021 ნანახია: 40926 იანვარს გაიმართება ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2020 წელს წარდგენილი ეროვნული ანგარიშის განხილვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში.
კოვიდ-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განხილვა გაიმართება განსხვავებული ფორმატით - ვირტუალურად. საქართველოს დელეგაცია განხილვაში მონაწილეობას მიიღებს თბილისიდან. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე. მის შემადგენლობაში შედიან მაღალი რანგის წარმომადგენლები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან. განხილვის მსვლელობისას, ქ. ჟენევაში გაეროს დარბაზში საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე.
2020 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით. საქართველოს ეროვნული ანგარიშის როგორც მომზადების, ისე მისი განხილვის პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია 2015 წელს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-2 ციკლის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-2 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 191 რეკომენდაციას. საქართველომ ასევე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება, რომ წარედგინა მიღებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური ანგარიში, რომელიც წარდგენილ იქნა 2019 წლის მარტში.
საქართველოს ეროვნული ანგარიში ასევე წარედგინა საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათი მოსაზრებები და კომენტარები გათვალისწინებულ იქნა ანგარიშის მომზადების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.
საქართველოს ანგარიშის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს 105 ქვეყნის წარმომადგენელი. განხილვის შემდგომ კი, საქართველომ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა წარადგინოს საკუთარი პოზიციები ანგარიშის განხილვისას გამოთქმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელიც ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა