ზურაბ მელიქიშვილი: საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი 23%-ით

საქართველო, თბილისი - 13:39 | 23.01.2016
ნანახია: 1383

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 13%-ითაა შემცირებული, ექსპორტი კი 23%-ით.

"ხელისუფლება მუდმივად გვერდს უვლის იმ რეალურ მიზეზებს, რაც ეკონომიკას ამცირებს და ლარს აუფასურებს, შემდეგ კი ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობას.

საქტატის მიერ გამოქვეყენებული ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ სავალალო მდგომარეობა გვაქვს, რადგან ვაჭრობა დაახლოებით 13%-ითაა შემცირებული, მათ შორის ექსპორტი შემცირებულია 23%-ით, ნომინალში გამოხატული კი ესაა -657 მილიონი დოლარი. ანუ ესა ის თანხები, რომელიც ქართულ ბაზარს შიდა მოხმარებისთვის დააკლდა და რაც პირდაპირ ურტყამს ლარის გაუფასურებას.

ექსპორტთან ერთად 10%-ით შემცირებულია იმპორტი, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას ურტყამს”, აცხადებს დეპუტატი.

მელიქიშვილის ინფორმაციითვე, მნიშვნელოვანია ის, თუ რომელი ქვეყნების მიმარტულებით შემცირდა ექსპორტი - აზერბაიჯანში თითქმის განახევრებულია ექსპორტის რაოდენობა.

„ეს მნიშნველოვანია, რადგან მიუთითებს იმაზე რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და აქედან მიღებული შემოსავალია შემცირებული. მთავარი ფაქტორი ის დაულაგებელი ურთიერტობაა მეზობლ;ებთან, რასაც ხელისუფლეაბ ახორციელებს.

მნიშვნელოვანია ღვინის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც 180 მილიონიდან 95 მილიონამდეა ჩამოსული.

ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ მათ რეალური გეგმა, რომელიც წაახალისებს ეკონომიკას, შეაჩერებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, ხელისუფლება კი მხოლოდ განცხადებებითაა შემოფარგლული და არაკონკრეტული ნაბიჯების გადადგმით”,- განმარტავს ზურაბ მელიქიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე