დონალდ ტრამპმა ახალი პარტიის შექმნა გადაიფიქრა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 25.01.2021
ნანახია: 661

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაიფიქრა ქვეყანაში მესამე მსხვილი პოლიტიკური პარტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. ინფორმაციას ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.

ტრამპის საარჩევნო შტაბის მრჩევლის ჯეისონ მილერის თქმით, ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, რომ თავის ძალისხმევას მიმართავს რესპუბლიკელების დასახმარებლად 2022 წლის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებზე.

New York Times-ის ჟურნალისტმა მეგი ჰებერმანმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ ტრამპს ამ იდეაზე უარი ათქმევინეს.

გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი თავის მომხრეებთან ერთად განიხილავდა ახალი პლიტიკური პარტიის შექმნის იდეას. გამოცემის ცნობით, მას ახალი ძალისთვის “პატრიოტების პარტიის დარქმევა“ სურდა.

ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორის ედვარდ ფაგანის თქმით, ახალი პარტიის შექმნა რესპუბლიკელებს უდიდეს ზიანს მიაყენებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე