მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი - გოჩა ლორთქიფანიძე

საქართველო, თბილისი - 22:46 | 22.01.2021
ნანახია: 470

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, "ღამის კურიერის" განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის.

მისივე განცხადებით, ის რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

"ეს არის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის იურიდიული კვალიფიკაცია და სამართლებრივი ფაქტი. ეს თვისობრივად, განსხვავებულია პოლიტიკური ფორუმების შეფასებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის. თუკი შევხედავთ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, აქამდე სასამართლო იყენებდა ცნებას - ეფექტური კონტროლი, რომელიც ამავდროულად, ნიშნავდა ოკუპაციას, ამ შემთხვევაში კი, მან პირდაპირ გამოიყენა ცნება - ოკუპაცია რეგიონებთან მიმართებაში.

ეს არის ის იურიდიული ენა, რომელსაც გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს, ე.ი ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი,"- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე