Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები კორონავირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ ეფექტურია - ბორის ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 21:42 | 22.01.2021
ნანახია: 580

Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

 „ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ორივე ვაქცინა ეფექტური რჩება კორონავირუსის როგორც ძველი, ისე ახალი ვარიანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯონსონმა ბრიფინგზე.

დღეს დიდ ბრიტანეთში აცრებისთვის იყენებენ ამერიკულ-გერმანულ Pfizer-ისა და ბრიტანული AstraZeneca-ს ვაქცინებს. გაერთიანებულ  სამეფოში ცოტა ხნის წინ ასევე დამტკიცდა ამერიკული Moderna-ს ვაქცინაც, რომლის მიწოდებაც გაზახულისთვის არის დაგეგმილი.

უპირველესად იცრებიან ხანდაზმულთა თავშესაფრის ბინადარნი, მათთან მომუშავე მედიკოსები და სოციალური მუშაკები, წითელ ზონაში დასაქმებული ექიმები, შემდეგ კი უფროსი ასაკის ადამიანები. თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების,  ასევე მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირების აცრა.

დიდი ბრიტანეთი დღეისათვის COVID-19.-ით გარდაცვლილთა დღე-ღამური მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე