სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 20:24 | 22.01.2021
ნანახია: 346

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

ზურაბიშვილთან შეხვედრას ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს, შეხვედრისას კოვიდსიტუაცია განვიხილეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ მზად ვარ, დავეხმარო ჩვენს მეზობლებს პანდემიისა და მისი ეკონომიკური შედეგების გადალახვაში. ერთად უფრო ძლიერები ვართ", - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე