რა უფლება ჰქონდა, რომ მანდატის შეწყვეტის საკითხით ბრიყვულად ვაჭრობას ცდილობდა? - ბოკერია თალაკვაძეზე

საქართველო, თბილისი - 18:18 | 22.01.2021
ნანახია: 555

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება. თალაკვაძემ დღეს პარტია მოქალაქეებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ერთი კვირის ვადაში იმსჯელებს უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც შესაბამისი განცხადებით მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს.

ბოკერია ამბობს, რომ გაუგებარია სრულიად გაუგებარია აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომლებმაც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან.

"გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომლებმაც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან, იმიტომ, რომ ამ სამარცხვინო, მოპარული შედეგების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას? ცხადი იყო, რომ ეს არ გაუვიდოდა არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე ადამიანთან და პოლიტიკოსთან.

დროზე გონს მოსვლა ივანიშვილის პერსონალურად და მისი ამ არარაობებისა და კლოუნების, ვისაც დარჩათ ახლა ფორმალური ფუნქციები, არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გონზე მოსვლისთვის ჩვენ ყველას გვჭირდება, როდესაც გარემოებები მეტნაკლებად მაინც ხელს შეუწყობს საზოგადოებას, ლეგიტიმური, მშვიდობიანი არჩევნები და წნეხი ხელისუფლებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი, ნორმალური არჩევნებით", - განაცხადა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე