პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 17:53 | 22.01.2021
ნანახია: 558

პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, თან სპეკულაციურად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

"პოლიტიკოსს რომ ეუბნები და პარლამენტარს, რომ იცი რა, იქნებ ეს ადამიანი გამოვიდეს და რაც არ უნდა ხისტი იყო ამ განცხადებაში, მე ამის პასუხს არც გავცემ და ვერც გავცემ. ეს პოლიტიკოსის საქმე არ არის, ეს ჩემი საქმე არ არის, იქ გამომძიებლები, მოსამართლე და პროკურორი რას იზამენ. პოლიტიკოსის საქმე არ არის პოლიტპატიმრის გამოშვება. არის რაღაც პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ეს პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა აღარ ვილაპარაკოთ პოლიტპატიმრებზე, თან სპეკულაციურად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე